ლივერპულის წინადადებას დათანხმდა - ბარკოლა კვარას გამო გუნდიდან მიდის? » სპორტის ხაზი

ლივერპულის წინადადებას დათანხმდა - ბარკოლა კვარას გამო გუნდიდან მიდის?

ლივერპულის წინადადებას დათანხმდა - ბარკოლა კვარას გამო გუნდიდან მიდის?
13-04-2025, 18:10
Aa Aa
გაზიარება:

არაერთი უცხოური წყარო ირწმუნება, რომ ბრედლი ბარკოლას პარი სენ-ჟერმენის დატოვება აქვს გადაწყვეტილი. როგორც ჩანს, ფრანგ ვინგერს არ ესმის თუ რა საჭირო იყო ზამთარში ხვიჩა კვარაცხელიას დამატება, როცა ბრედლი საქმეს თავს თავადაც კარგად ართმევდა.

თავის მხრივ, ახალი ვინგერის დამატებითაა დაინტერესებული ლივერპული, სადაც, როგორც ამბობენ, ლუის დიასის დღეები დათვლილია. გამოცემათა მტკიცებით, ინგლისელები ბარკოლას უკვე დაუკავშირდნენ და ბრედლი მათ წინადადებას დათანხმდა კიდეც.

დეზირე დუეს, უსმან დემბელეს და ხვიჩა კვარაცხელიას გარემოცვაში ბრედლი ბარკოლა ძირითად შემადგენლობაში სულ უფრო და უფრო იშვიათად ხვდება, რის გამოც ახალგაზრდა ფეხბურთელი განაწყენებულია.

ახლა ბრედლის ყველაზე მეტად სტაბილური პრაქტიკა სჭირდება, ლივერპული კი ახალგაზრდა გარემარბის ვარიანტს დაეძებს. შესაბამისად, აღნიშნული ტრანსფერი ორივე მხარესთვის მომგებიანი უნდა გამოდგეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი