საუკეთესოთა სამეულშია - ხვიჩა კვარაცხელიას აღიარება L'EQUIPE-სგან » სპორტის ხაზი

საუკეთესოთა სამეულშია - ხვიჩა კვარაცხელიას აღიარება L'EQUIPE-სგან

საუკეთესოთა სამეულშია - ხვიჩა კვარაცხელიას აღიარება L'EQUIPE-სგან
13-04-2025, 18:43
Aa Aa
გაზიარება:

პოპულარულმა ფრანგულმა გამოცემა L'equipe-მა იმ ფეხბურთელთა საუკეთესო 15-ეული შეადგინა, რომლებიც პარი სენ-ჟერმენმა 2011 წლიდან ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დაიმატა.

როგორც მოსალოდნელი იყო, საუკეთესო პოზიციებზე ხვიჩა კვარაცხელიას სახელსაც ვხვდებით, რომელიც საბოლოოდ მესამე ადგილზე გავიდა.

სიაში პირველ ადგილს ტიაგო მოტა გახლავთ, რომელიც პსჟ-მ ინტერიდან 11,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა, მეორე ადგილზე კი შერერ მაქსველია, ბარსელონადან პარიზში 3.5 მილიონის სანაცვლოდ გადასული განაპირა მცველი.

აი, რას წერს გამოცემა კვარაზე:

ხვიჩა კვარაცხელია გამოირჩევა როგორც თავისი ინდივიდუალიზმით, შეტევაში აქტიური და გამორჩეული თამაშით, ისე თავდაუზოგავი შრომით და დაცვაში გუნდელების დახმარებით. ლუის ენრიკეს ჯერ კიდევ 2023 წელს სურდა მისი შეძენა, რადგან ქართველის სათამაშო უნარები პარიზელთა დამრიგებლის ხედვებს ზუსტად ერგებოდა. ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ში კარიერა მართლაც იმედისმომცემად დაიწყო.

- წერს L'equipe.


კომენტარის დამატება ( 1 )
კოდის განახლება
SHOTEX_21

კვარაცხელიას ტრანსფერი პსჟ-ში არ მომწონს

13 აპრილი 2025 23:50
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი