მაიკლ ჩენდლერის დამარცხების შემდეგ, UFC-ის მებრძოლმა პედი პიმბლეტმა ილია თოფურიაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
"მისი არსებობა საერთოდ დამავიწყდა. ილია თოფურია მაიკლ ჩენდლერზე დაბალია - მსუბუქი წონის რეიტინგში მასზე მაღლა ვდგავარ და ილიას ზუსტად იგივეს დავმართებ, რაც ჩენდლერს ვუქენი", - განაცხადა პიმბლეტმა.
ცნობისთვის, ორიოდე დღის წინ ერთ-ერთ პოდკასტში სტუმრობისას, პიმბლეტთან სამომავლოდ ბრძოლის სურვილი ილია თოფურიამაც გამოთქვა.