ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ პსჟ-ს ქართველ ვარსკვლავზე ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
"ნაპოლიში ხვიჩას აღარ ჰქონდა თავგანწირვის და უკან სირბილის სურვილი, რაც პსჟ-ში რადიკალურად შეიცვალა. ქართველი ლუის ენრიკესთან ნაკლებად არის ჩარჩოებში მოქცეული. მას თავისუფლება სჭირდებოდა, რაც ნაპოლიში ნაკლებად ჰქონდა", - განაცხადა კაპელომ.
ცნობისთვის, ხვიჩამ პსჟ-ს მაისურით უკვე 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 4 გოლითა და 5 ასისტით გამოიჩინა.