ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ჟურნალისტებთან ინტერვიუში მიმდინარე სეზონში სერია ა-ს მოგების ფავორიტი გუნდები დაასახელა:
"ვფიქრობ, რომ იუვენტუსი და ინტერი ყველაზე კონკურენტუნარიანი გუნდებია იტალიაში. ინტერი ისე თამაშობს, რომ ეტყობათ საკუთარ სიძლიერეში დარწმუნებულები არიან და ყველაზე კარგი შემადგენლობაც ჰყავს, ხოლო იუვენტუს მნიშვნელოვანი ღირებულებები გააჩნია და ევროთასებზეც არ ასპარეზობს.
რა უპირატესობა აქვს ევროთასების მიღმა ყოფნას? ნაკლები მოგზაურობა, ნაკლები ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური დაღლილობა, რაც შუა კვირაში თამაშების გამართვასთანაა დაკავშირებული", - განაცხადა კაპელომ.
ცნობისთვის, იტალიის სერია ა-ს ოთხი ტურის შემდეგ ინტერი 12 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილს კი 10 ქულით იუვენტუსი იკავებს.