ლეგენდარულმა ფაბიო კაპელომ კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გააკეთა. იტალიელმა ქართველის სალერნიტანასთან გამართული მატჩი შეაფასა:
"სალერნიტანასთან ბოლო 20 წუთის განმავლობაში ხვიჩა კვარაცხელიამ ძველებური სახე დაიბრუნა და მეტოქეების მოტყუება დაიწყო."
სხვათა შორის, კაპელომ ამჟამინდელი ფორმაციის ნაპოლიზეც ისაუბრა და თქვა, რომ გუნდს მომატების პოტენციალი აქვს:
"ვფიქრობ, ვალტერ მაცარის თავიდან გაუჭირდა და გუნდი ჯერ კიდევ პრობლემურ ფაზაშია, თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ მათ ოსიმენი აკლიათ", - თქვა კაპელომ