მას შემდეგ, რაც მანჩესტერ იუნაიტედი დატოვა, დავიდ დე ხეამ უკლუბოდ საკმაო დრო გაატარა, თუმცა შემდეგ მის კარიერაში ფიორენტინა გამოჩნდა და ესპანელმა მეკარემ სათამაშო ფორმაც დაიბრუნა.
როგორც ჩანს, ფლორენციაში დე ხეას თამაში ძალიან მოსწონთ და აპირებენ, რომ 'წითელი ეშმაკების' ყოფილ კიპერთან ხელშეკრულება განაახლონ.
აღნიშნულს ადასტურებს ფაბრიციო რომანო. მისი თქმით, დავიდ დე ხეა ფიორენტინას რიგებში კიდევ ერთი სეზონის განმავლობაში ითამაშებს.