პრემიერ ლიგის გუნდი საბა გოგლიჩიძის ტრანსფერით დაინტერესდა » სპორტის ხაზი

პრემიერ ლიგის გუნდი საბა გოგლიჩიძის ტრანსფერით დაინტერესდა

პრემიერ ლიგის გუნდი საბა გოგლიჩიძის ტრანსფერით დაინტერესდა
გუშინ, 14:44
Aa Aa
გაზიარება:

20 წლის ქართველი ფეხბურთელი საბა გოგლიჩიძე, რომელიც წარმატებულ სეზონს ატარებს იტალიურ „ემპოლიში“, ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბ „ნოტინგემ ფორესტის“ სამიზნედ იქცა. ბრიტანული გუნდი მომავალი სეზონისთვის შემადგენლობის გაძლიერებაზე უკვე მუშაობს და ერთ-ერთ პრიორიტეტად სწორედ ქართველი მცველის დამატება განიხილება.

ინფორმაციას ამერიკული სპორტული პლატფორმა Yardbarker ავრცელებს.

სია, რომელიც კლუბის მენეჯმენტმა შეადგინა, ხუთ მოთამაშეს მოიცავს, მათ შორის კი გამორჩეულია 20 წლის ქართველი მარჯვენა მცველი. გოგლიჩიძე კლუბის ბრაზილიელი ფეხბურთელის, მურილიოს სავარაუდო შემცვლელად განიხილება, რომელსაც ევროპული გრანდები ეპატიჟებიან.

გამოცემის ცნობით, გოგლიჩიძის მიმდინარე სეზონში ჩატარებული 32 მატჩი სერია A-ში ბევრმა ტოპ-კლუბმა დააფასა – მისით ინტერესდებიან ისეთი იტალიური გრანდები, როგორიც არიან „იუვენტუსი“, „რომა“ და „მილანი“. გარდა ტექნიკური შესაძლებლობებისა, გამოცემა მას ნიკოლა მილენკოვიჩს ადარებს – სიჩქარის, ფიზიკური მონაცემებისა და ორთაბრძოლებში თავდაჯერებული თამაშის გამო.

გოგლიჩიძე იტალიურ კლუბს 2023 წელს შეუერთდა „ქუთაისის ტორპედოდან“. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე ჯამში 35 მატჩში ითამაშა და 1 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი