უსმან დემბელემ ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ საკუთარ მოლოდინებზე და გუნდის განწყობა ისაუბრა. ფრანგმა ვინგერმა აღნიშნა, რომ ეს მისთვის პირველი ფინალია და სურს, მაქსიმალურად ისიამოვნოს მომენტით.
„პსჟ-სთვის ეს ფინალი ძალიან მნიშვნელოვანია, გუნდი პირველ ტრიუმფს ელოდება. ჩვენ ბოლომდე დავიხარჯებით გამარჯვებისთვის“, — განაცხადა დემბელემ.
მან ასევე თქვა, რომ ინდივიდუალურ მიღწევებზე არ ფიქრობს და მისი მთავარი მიზანი გუნდის წარმატებაა. დემბელეს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ "ინტერს" გამოცდილება აქვს, ფინალში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალი 31 მაისს გაიმართება, სადაც „პარი სენ-ჟერმენი“ მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდება.