საგანგაშო მდგომარეობა არსენალთან მატჩის წინ - პსჟ-ში ტრავმიანობაა » სპორტის ხაზი

საგანგაშო მდგომარეობა არსენალთან მატჩის წინ - პსჟ-ში ტრავმიანობაა

საგანგაშო მდგომარეობა არსენალთან მატჩის წინ - პსჟ-ში ტრავმიანობაა
დღეს, 11:27
Aa Aa
გაზიარება:

პარიზული გრანდის ქომაგები ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი ნახევარფინალის წინ მოუთმენლად ელიან უსმან დემბელეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საბოლოო პასუხს. ფრანგმა შემტევმა გასულ ტურში „სტრასბურგთან“ გამართულ მატჩში მონაწილეობა არ მიიღო, რაც გარკვეული ეჭვების საფუძველი გახდა.

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ დემბელე მატჩის განაცხადში არც შეიყვანა და ის პარიზში დარჩა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, ფეხბურთელმა გუშინ ინდივიდუალურად, ტრენაჟორებზე ივარჯიშა, თუმცა დღეისთვის დაგეგმილია მისი მონაწილეობა სრული დატვირთვით ვარჯიშში, რაც იმედს აჩენს, რომ ოთხშაბათს, ლონდონში, პსჟ დემბელეს სრულფასოვნად გამოიყენებს.

გუნდში კიდევ ერთი სადარდებელი ლისითან არის დაკავშირებული - მას კოჭის არეში მცირე შესიება აქვს და მოედანზე მისი გამოჩენა ამ ეტაპზე გაურკვეველია. ასევე მცირე პრობლემები აღენიშნება ლუკას ერნანდესსაც, რომელსაც ზურგის არეში ტკივილები აწუხებს, თუმცა ექიმების თქმით, სიტუაცია საგანგაშო არ არის.

პსჟ-სთვის „არსენალთან“ მოახლოებული დაპირისპირება გადამწყვეტი იქნება სეზონისთვის, და გუნდის თითოეული მოთამაშის ჯანმრთელობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი