"იმედია არავის ეწყინება, მაგრამ.." - მიხეილ აშვეთიამ კვარაცხელიაზე ისაუბრა » სპორტის ხაზი

"იმედია არავის ეწყინება, მაგრამ.." - მიხეილ აშვეთიამ კვარაცხელიაზე ისაუბრა

"იმედია არავის ეწყინება, მაგრამ.." - მიხეილ აშვეთიამ კვარაცხელიაზე ისაუბრა
დღეს, 12:34
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, მიხეილ აშვეთია, რუსულ მედიასთან საუბრისას ხვიჩა კვარაცხელიას გამოსვლებს შეეხო და მას ქვეყნის ისტორიაში გამორჩეული ადგილი უწინასწარმეტყველა.

მართალია, მეხსიერებაში მიშა მესხის თამაშები არ მაქვს, თუმცა კარგად მახსოვს 80-იანების ქართული ვარსკვლავური თაობა – ყიფიანი, გუცაევი, შენგელია, დარასელია... მათ შესახებ ბევრი ჩანაწერი მაქვს ნანახი და ჩემი პირადი შეხედულებით, კვარაცხელიას დავით ყიფიანს შევადარებდი. იმედია, ეს არავის ეწყინება, მაგრამ თუ ხვიჩა ამ ტემპით გააგრძელებს, დიდი შანსია, ის მართლაც საუკეთესო გახდეს, ვინც კი ოდესმე ქართულ ფეხბურთს ჰყოლია მათ შორის“, – აღნიშნა აშვეტიამ ინტერვიუში Championat-თან.

მისი თქმით, კვარაცხელიამ იტალიურ ფეხბურთში უკვე დაამტკიცა თავისი კლასი – სადებიუტო სეზონშივე ჩემპიონობა მოიპოვა და ახლა, როცა „პარი სენ ჟერმენში“ ასპარეზობს, კარგი გარემო აქვს განვითარებისთვის.

ლუის ენრიკეს, როგორც მწვრთნელს, დიდი პატივს ვცემ. ვფიქრობ, ის სწორად აფასებს ხვიჩას და ხედავს მის მნიშვნელობას გუნდისთვის. რაც შეეხება ბოლო მატჩს „არსენალთან“, იქ კვარაცხელია ნამდვილად გამოირჩა – როგორც შეტევაში, ისე დაცვით ფაზაში. ამ უკანასკნელში მან დიდ პროგრესს მიაღწია, რაც მანამდე ერთ-ერთ ნაკლად მიაჩნდათ. დღეს ხვიჩა ორივე ფლანგზე ერთნაირად ეფექტურად თამაშობს და მისი შესაძლებლობების სპექტრი მნიშვნელოვნად გაიზარდა“, – დასძინა აშვეთიამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი