არმან ცარუკიანმა UFC-ს ქართულ-დაღესტანური მეგადაპირისპირების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ილია თოფურია ნამდვილად იმ ტიპის მებძოლია, რომელსაც შეუძლია ისლამ მახაჩევის სერიოზული პრობლემების შექმნა.
სომეხი მებრძოლი თვლის, რომ თოფურიას დარტყმების ძალა იმდენად მაღალია, რომ დაღესტნელის გათიშვა ნებისმიერ წამს შეუძლია.
„ილია დაბალია და მასთან ჩასვლა ისლამისთვის იოლი არ იქნება. თანაც, ილია ძალიან ძლიერად ურტყამს – მას შეუძლია მახაჩევის გათიშვა, უბრალოდ უნდა გამოიყენოს სწორი მომენტი,“ — აღნიშნა ცარუკიანმა.
არმანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თოფურიასთან ორთაბრძოლაში ჩართვას თავადაც სიხარულით დათანხმდება: „თუ თოფურიასთან ბრძოლას შემომთავაზებენ, მზად ვარ უმოკლეს დროში დავიწყო დიეტა და სრული მომზადება.“