UFC-ის მძიმე წონითი დივიზიონის დროებითი ქამრის მფლობელმა ტომ ასპინალმა თოფურია-მახაჩევის შესაძლო ბრძოლაზე გააკეთა კომენტარი და საკუთარი ფავორიტიც გამოავლინა.
"მახაჩევის და თოფურიას ჩხუბზე ვფიქრობ, რომ ეს ბრძოლა ისლამისთვის ბევრად რთული იქნება ვიდრე ხალხს წარმოუდგენია, მაგრამ მაინც მჯერა რომ მახაჩევი გაიმარჯვებს", - განაცხადა ასპინალმა.
შეგახსენებთ, დივიზიონის ცვლილების შემდეგ, ილია ისლამ მახაჩევთან ბრძოლის ჩანიშვნაზე მუშაობს, მაგრამ დაღესტნელ მებრძოლს ზედა წონაში ასვლა სურს.