UFC-ის მძიმე წონითი დივიზიონის მებრძოლმა ტომ ასპინალმა ორგანიზაციის ქართველ ჩემპიონზე, ილია თოფურიაზე ისაუბრა.
"ილია თოფურია არის მებრძოლი, რომელსაც კარგი შანსი აქვს ახალი GOAT გახდეს - ვინ არის მებრძოლი, რომელსაც შეუძლია მსოფლიო დონის სუპერვარსკვლავი გახდეს? პასუხი კვლავ თოფურიაა.
ამ ბიჭს შეუძლია MMA-ში მასშტაბური რაღაცეები გააკეთოს", - განაცხადა ასპინალმა.
შეგახსენებთ, ასპინალი მძიმე წონითი დივიზიონის დროებითი ჩემპიონია და ლეგენდარულ ჯონ ჯონს დიდი ხანია უშედეგოდ იწვევს.