ფრანგული სპორტულმა გამოცემა ფართო სტატიას უძღვნის ზურიკო დავითაშვილის მომავალს, რომელიც "სენტ-ეტიენის" დაქვეითების შემდეგ ყურადღების ცენტრში მოექცა.
როგორც WesportFR წერს, ზურიკოს გადაბირებით ლიგა 1-ის სამი კლუბია სერიოზულად დაინტერესებული – "პარიზი", "სტრასბურგი" და "ბრესტი". თითოეული მათგანი მას საკუთარ შემადგენლობაში მნიშვნელოვან როლს უთმობს.
"პარიზი" ახლად დაწინაურდა ლიგა 1-ში და მწვრთნელებს სწრაფი ადაპტაცია და ხარისხის ამაღლება სურთ. ზურიკოსთვის ეს შესაძლოა იდეალური შანსი იყოს, რათა ახალ გარემოში ლიდერის როლი მოირგოს და პრაქტიკულად თავიდანვე სასტარტო შემადგენლობის წევრი გახდეს. კლუბი გეგმავს, ზაფხულში სოლიდური რესურსი გამოყოს ტრანსფერებზე, რაც მის ამბიციებზე მიუთითებს.
დავითაშვილის კიდევ ერთი სერიოზული ვარიანტია "სტრასბურგი", რომელმაც მიმდინარე სეზონში ევროტურნირზე გასვლამდე მხოლოდ ერთი ქულა დააკლდა. გუნდს შეტევაში ახალი სისხლი სჭირდება, და ზურიკო თავისი უნივერსალურობით – ფლანგებზე მოქნილი მოქმედებით – შესანიშნავად შეავსებს ამ დანაკლისს. თუმცა, კონკურენცია მაღალი იქნება და ძირითადში ადგილის დამკვიდრება გარკვეულ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული. ამის მიუხედავად, წარმატების შემთხვევაში დავითაშვილი ევროპულ არენაზე გამოსვლის შანსსაც მიიღებს.
მესამე კანდიდატი "ბრესტია", რომელმაც სეზონი მე-9 პოზიციაზე დაასრულა
გუნდს სჭირდება შემტევი, რომელიც შეტევაში სისწრაფესა და მოულოდნელობას შემატებს. დავითაშვილის ტრანსფერი კლუბის სტილიდან გამომდინარე შეიძლება იოლი არ აღმოჩნდეს – მიუხედავად იმისა, რომ მისი წლიური ხელფასი "ბრესტისთვის" მისაღებია, თავად სატრანსფერო ღირებულება შესაძლოა დაბრკოლებად იქცეს, რადგან კლუბი, როგორც წესი, მოკრძალებულ შენაძენებს ანიჭებს უპირატესობას.