უდიდესი შანსია, რომ ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა სულ მალე ამერიკულ MLS-ში, მესისა და სხვა ვარსკვლავების გვერდით ვიხილოთ.
32 წლის ფეხბურთელმა გადაწყვიტა შეუერთდეს "ინტერ მაიამის", რომელშიც ლიონელ მესი თამაშობს. მოლაპარაკებები MLS-ის კლუბთან წარმატებით მიმდინარეობს და გარიგება უახლოეს ხანში შეიძლება გაფორმდეს.
შეგახსენებთ, რომ მარტში დასრულდა ფრანგი ფეხბურთელის დისკვალიფიკაცია ანტისადოპინგო წესების დარღვევისთვის.