"კონტეს უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ ხვიჩასთან არასწორად მოიქცა" - ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი » სპორტის ხაზი

"კონტეს უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ ხვიჩასთან არასწორად მოიქცა" - ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი

"კონტეს უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ ხვიჩასთან არასწორად მოიქცა" - ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი
30-03-2025, 17:17
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის ყოფილმა ფეხბურთელმა ვინჩენცო მონტეფუსკომ ხვიჩა კვარაცხელია საჯაროდ დაიცვა და მისი იტალიური გუნდიდან წასვლის მიზეზებზე ისაუბრა.

"არ ვფიქრობ, რომ ხვიჩას წასვლა სურდა, მაგრამ მას ნაპოლი საშინლად მოექცა და როცა კლუბისგან ასეთი დამოკიდებულება დაინახა, წასვლაც მას შემდეგ გადაწყვიტა.

კონტეს უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ ამ შემთხვევაში მანდ იმედები გამიცრუა - გუნდმა, რომელიც პირველ ადგილზეა, საუკეთესო მოთამაშე შუა სეზონში არ უნდა გაყიდოს!

მე რომ ხვიჩას ადგილას ვიყო და ვხედავდე ლუკაკუს, რომელიც წელიწადში 6 მილიონ ევროს იღებს ხელფასის სახით, ბუნებრივი არ იქნება რომ გავბრაზდე?!
", - განაცხადა მონტეფუსკომ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი