დღეს ვინჩენცოზე ვსაუბრობთ - ნაპოლიში სპალეტის შემცვლელად ყველა იტალიანოს მოიაზრებს » სპორტის ხაზი

დღეს ვინჩენცოზე ვსაუბრობთ - ნაპოლიში სპალეტის შემცვლელად ყველა იტალიანოს მოიაზრებს

დღეს ვინჩენცოზე ვსაუბრობთ - ნაპოლიში სპალეტის შემცვლელად ყველა იტალიანოს მოიაზრებს
31-05-2023, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

დღეს ვინჩენცო იტალიანოს დღეა, რაც იმას ნიშნავს, რომ იტალიის თითქმის ყველა პოპულარული გამოცემა სწორედ ფიორენტინას ამჟამინდელ დამრიგებელს მოიაზრებს ნაპოლიში ლუჩანო სპალეტის შემცვლელად.

La Gazzetta dello Sport

"აურელიო დე ლაურენტისი ვინჩენცო იტალიანოს კლუბში მთავარ მწვრთნელად დანიშვნაზე ჯერ კიდევ 2021 წელს ფიქრობდა, თუმცა საბოლოო არჩევანი მან ლუჩანო სპალეტიზე გააკეთა. ამ ეტაპზე ნაპოლის პრეზიდენტი კონფერენს ლიგის ფინალის გამართვას ელოდება, რათა იტალიანოს ფიორენტინას არც ხელი შეუშალოს და თან სიცილიელი სპეციალისტის შესახებ დასკვნები საბოლოოდ გააკეთოს."

Corriere dello Sport

"ვინჩენცო იტალიანო ყოველთვის დე ლაურენტისის სისუსტე იყო. ნაპოლის პრეზიდენტი ყოველთვის აფასებდა ფიორენტინას ამჟამინდელი დამრიგებლის თავმდაბლობასა და მის საფეხბურთო განსწავლულობას. მიუხედავად ამისა, დე ლაურენტისი ჯერ საჯაროდ არ საუბრობს, რადგან ვინჩენცოს კონფერენს ლიგის ფინალი აქვს სათამაშო, შემდეგ კი ყველაფერი ცნობილი გახდება."

აქვე გეტყვით იმასაც, რომ დე ლაურენტისმა ვინჩენცო იტალიანო რამდენიმე დღის წინ საჯაროდ შეაქო და თქვა, რომ მის მიმართ სიმპათიები ყოველთვის გააჩნდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი