ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ ლონდონის არსენალი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ცენტრფორვარდის დამატებას ეცდება.
საქმე ლისაბონის სპორტინგის შვედ ფორვარდ ვიქტორ გიოკერესს ეხება, რომელზეც ნადირობაა გამოცხადებული. სკანდინავიელ ფეხბურთელს არაერთი გრანდი აკვირდება.
Transfermarkt-ზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, გიოკერესის ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 75 მილიონი ევროა.
მას სპორტინგში ამ სეზონის ყველა ტურნირზე ჯამურად 42 გოლი აქვს გატანილი.