გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, პსჟ-ს 22 წლის ვინგერის, ბრედლი ბარკოლას ტრანსფერით ბაიერნი დაინტერესდა.
ტრანსფერით პირადად მიუნხენური გუნდის თავკაცი ვინსენტ კომპანია დაინტერესებული და ამას ისიც ადასტურებს, რომ კომპანი პსჟ-ს და მარსელის მატჩს პირადად ესწრებოდა.
ცნობისთვის, ბარკოლამ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 44 მატჩში თავი 18 გოლითა და 15 ასისტით გამოიჩინა - მისი სატრანსფერო ღირებულება გერმანული Transfermarkt-ის ვერსიით 70 მილიონი ევროა.