კვარას კონკურენტი გუნდიდან მიდის? - ბარკოლა ბაიერნს დაუკავშირეს » სპორტის ხაზი

კვარას კონკურენტი გუნდიდან მიდის? - ბარკოლა ბაიერნს დაუკავშირეს

კვარას კონკურენტი გუნდიდან მიდის? - ბარკოლა ბაიერნს დაუკავშირეს
26-03-2025, 18:37
Aa Aa
გაზიარება:

გერმანული Bild-ის ინფორმაციით, მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელის, ვენსან კომპანის ინტერესთა სფეროში მოექცა პსჟ-ის ტალანტი, ბრედლი ბარკოლა, რომლის თამაშის სანახავადაც კომპანი საფრანგეთში იყო ჩასული.

როგორც ირკვევა, არსებობს რეალური შანსი იმისა, რომ ბაიერნმა პარი სენ-ჟერმენს 22 წლის ბარკოლას სანაცვლოდ სოლიდური თანხა შესთავაზოს, მარცხენა ფლანგი კი თავიდან ბოლომდე ხვიჩა კვარაცხელიას დარჩეს.

თავდაპირველად კვარას შეტევის ყველა პოზიციაზე ათამაშებდნენ, თუმცა ლუის ენრიკემ ბოლო მატჩებში ხვიჩას თავისი საყვარელი მარცხენა ფლანგი დაუთმო და არც ინანა.

Transfermartk-ზე მითითებულია, რომ ბარკოლას ღირებულება 70 მილიონი ევროა, რისი გადახდაც ბაიერნს ნაკლებად უნდა გაუჭირდეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი