UFC-ის ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ წონის ცვლილებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ორგანიზაციისგან გარანტია მიიღო, რომ სატიტულო ბრძოლას მიიღებდა.
"UFC შემპირდა, რომ მსუბუქ წონაში სატიტულო ბრძოლას ჩავატარებდი - ქამარიც ამიტომ დავთმე. ისინი პირობას ყოველთვის ასრულებენ", - განაცხადა ილიამ.
ცნობისთვის, თოფურიას ისლამ მახაჩევთან დაპირისპირება სურს, რომელსაც თავის მხრივ ერთი დივიზიონით მაღლა ასვლა სურს და ჯერჯერობით ბრძოლას არ თანხმდება.