ბოლო თვეების განმავლობაში ბარსელონას გულშემატკივრებს იმედი ჰქონდათ, რომ ლიონელ მესის თავიანთ საყვარელ კლუბში დაიბრუნებდნენ, თუმცა ყველაფერი ოფიციალურად ჩაიშალა, რის შესახებაც ფაბრიციო რომანომ Facebook-ზე პოსტი სულ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა:
"ლიონელ მესი MLS-ში, კერძოდ ინტერ მაიამის შემადგენლობაში ითამაშებს, რის შესახებაც არგენტინელი ყველაფერს სულ მალე იტყვის."
"რაც შეეხება ბარსელონას, ისინი ლიონელის დაბრუნებას ნამდვილად ცდილობდნენ, თუმცა ყველაფერი ინტერ მაიამის სასარგებლოდ დასრულდა." - დაწერა ჟურნალისტმა
ცნობისთვის, აქამდე საუბარი იმის შესახებაც იყო, რომ ინტერ მაიამი და ბარსელონა ლეოს ყიდვას შეთანხმებულად აპირებდნენ. როგორც აღმოჩნდა, გარიგება მხოლოდ მესისა და ამერიკული გუნდის წარმომადგენლებს შორის შედგა..