ცნობილი გახდა, როდის შეძლებს "ინტერ მაიამის" თილისმა, ლიონელ მესი ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნებას.
როგორც ჟურნალისტი გასტონ ედულე იუწყება, მესის 5 ოქტომბერს "ჩიკაგო ფაირის" წინააღმდეგ თამაში საეჭვოა, მაგრამ არგენტინელი მოედანზე, სავარაუდოდ, 8 ოქტომბერს, "ცინცინატის" წინააღმდეგ დაბრუნდება.
შეგახსენებთ, ტრავმის გამო ლეომ MLS-ის კლუბის 3 თამაში გამოტოვა, რომელთა შორის ყველაზე მთავარი აშშ-ის ღია თასის ფინალი გახლდათ, რომელიც "ჰიუსტონ დინამოსთან" წააგეს.
შეგახსეებთ, "ინტერ მაიამი" 33 ქულით MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციის მე-13 ადგილზე იმყოფება.