UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა და ისლამ მახაჩევის ახლო მეგობარმა დანიელ კორმიემ ილია თოფურიას სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
"ახლა ყველა თოფურიაზე საუბრობს, რადგან ილიამ თქვა, რომ მხოლოდ სატიტულო ჩხუბი სურს და ვარჯიშებზე მხოლოდ მახაჩევთან და ოლივეირასთან ჩხუბისთვის ემზადება.
თოფურია კარგი ბიჭია, მაგრამ ვერ დავეთანხმები და ზუსტად ვიცი, რომ მახაჩევს მისი საერთოდ არ ეშინია. ამას ვამბობ როგორც ისალმის მეგობარი და ადამიანი, რომელიც მას მრავალი წელია იცნობს, ისლამს არაფრის ეშინია!", - განაცხადა კორმიემ.