გიორგი ქოჩორაშვილის სპორტინგში ტრანსფერს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელიო გიორგი ქინქლაძე ეხმაურება.
"მინდა მივულოცო გიორგი ქოჩორაშვილს დამსახურებული ტრანსფერი პორტუგალიური ფეხბურთის გრანდში.
ქოჩორა მაგალითია შრომის, შეუპოვრობის, თავდადებისა და ერთგულების. გულწრფელად მიხარია რომ ქართველი ფეხბურთელების ასპარეზი იზრდება და თითოეული მათგანი თავაწეული ტოვებს საფეხბურთო მინდვრებს. ქართული ფეხბურთი ვითარდება, წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველის", - წერს ქინქლაძე.