როგორც უკვე მოგახსენეთ, გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერით ინგლისის პრემიერ ლიგის ერთ-ერთი კლუბი აქტიურად იყო დაინტერესებული.
მართალია კლუბის სახელი არ გაჟღერებულა, მაგრამ ამის თქმის საფუძველს საფეხბურთო მენეჯერის, ლაშა ოდილაძის განცხადება გვაძლევდა, რომელმაც აღნიშნა, რომ პრემიერლიგის კლუბი ქოჩორაშვილის აგენტს დაუკავშირდა. გარდა ამისა, პარალელურ რეჟიმში ინგლისურმა ჩემპიონატმა ოფიციალურ საიტზე ქართველი ფეხბურთელიც დაარეგისტრირა, თუმცა ტრანსფერი საბოლოოდ მაინც ვერ შედგა.
"პრემიერ ლიგის ერთ-ერთი კლუბის სკაუტი ქოჩორაშვილის აგენტს ნამდვილად შეხვდა, თუმცა მხარეებს შორის არანაირი შეთანხმება არ არსებობს. ქართველის მიმართ ინტერესი ლა ლიგის კლუბებისგანაც არის, თავის მხრივ, ქოჩორას ესპანეთში დარჩენა სურს", - წერს პანენკა.