ლივერპულის მეკარის კაოიმჰინ კელეჰერის ტრანსფერით ბორნმუთი ინტერესდება და მზად არიან ევროტურნირებზე გასვლის შემთხვევაში მოთხოვნილი 40 მილიონი ფუნტი გადაიხადონ.
თავის მხრივ, ტრანსფერის წინააღმდეგი არც კელეჰერი უნდა იყოს, რომელსაც გუნდში კონკურენტად ალიონს ბეკერი ჰყავს, ახალი სეზონიდან კი კონკურენციას გიორგი მამარდაშვილი გააძლიერებს.
თუ ბორნმუთის ვარიანტი არ გამოვა, კელეჰერის დამატება ლონდონის ჩელსისაც სურს - ერთი სიტყვით, ირლანდიელი მეკარის ლივერპულში დარჩენა თითქმის გამორიცხულია.
თუ Football Insider-ს დავუჯერებთ, გიორგი მამარდაშვილს ლივერპულში ჩასვლისას ორი კონკურენტის ნაცვლად ერთი (ალისონ ბეკერი) დახვდება, რაც ძირითადში ადგილის დამკვირდების შესაძლებლობას კიდევ უფრო ზრდის.