"ბარსას და ატლეტიკოს თამაში 6-ქულიანი იქნება" - რივალდო » სპორტის ხაზი

"ბარსას და ატლეტიკოს თამაში 6-ქულიანი იქნება" - რივალდო

"ბარსას და ატლეტიკოს თამაში 6-ქულიანი იქნება" - რივალდო
16-03-2025, 15:22
Aa Aa
გაზიარება:

ბარსელონა ლა ლიგის მიმდინარე ტურში მადრიდის ატლეტიკოს შეხვდება, აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით კი კომენტარს ბარსას ბრაზილიელი ლეგენდა, რივალდო აკეთებს.

ეს 6-ქულიანი დაპირისპირება იქნება. რომც წავაგოთ, კიდევ ბევრი თამაშია დარჩენილი, თუმცა სიმართლე ისაა, რომ გუნდი ახლა კარგ პოზიციაშია და ყველა შესაძლო ტურნირისთვის იბრძვის. ასე რომ, ატლეტიკოს დამარცხება შესანიშნავი იქნება მათთვის საზიანო ბიძგის მისაცემად.

ბარსელონას ყველა საჭირო ინგრედიენტი აქვს იმისათვის, რათა ამ სეზონში ტრებლი მოიგოს!

- თქვა რივალდომ.

ცნობისთვის, ბარსელონა და ატლეტიკო დღეს, ჩვენი დროით 00:00 საათზე ითამაშებენ. მატჩი ვანდა მეტროპოლიტანოზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი