რივალდომ ბრაზილიის ნაკრების ცუდ ფორმაზე ისაუბრა და შესაძლო შველა ვეტერანი მოთამაშეების ეროვნულ გუნდში დაბრუნებაში მონახა.
"იმის ფონზე, რაც ბოლო მატჩში ვნახე, ვფიქრობ, რომ ჰალკს შეუძლია ამ შესარჩევ ციკლში ჩვენ ძალიან დაგვეხმაროს. ასევე, ტიაგო სილვასაც შეუძლია გუნდს მსოფლიო ჩემპიონატზე მარტივად კვალიფიცირებაში დაეხმაროს.
ეს დიდი სახელებია, რომლებიც ახლავე მოერგებიან, მათ შეუძლიათ გაუმკლავდნენ მატჩებისა და მედიის ზეწოლას. ბევრი გამორჩეული ფეხბურთელი გვყავს, მათ ნაკრებშიც უკვე აქვთ ნათამაშები."
- თქვა სამხრეთ-ამერიკელმა Goal-თან.