ვინ მოიგებს ოქროს ბურთს? - მთავარი ფავორიტები Goal.com-მა დაასახელა » სპორტის ხაზი

ვინ მოიგებს ოქროს ბურთს? - მთავარი ფავორიტები Goal.com-მა დაასახელა

ვინ მოიგებს ოქროს ბურთს? - მთავარი ფავორიტები Goal.com-მა დაასახელა
27-02-2024, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

სპორტულმა ვებსაიტმა Goal.com ოქროს ბურთის გამარჯვების ფავორიტები განიხილა და განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.

"ახალი სეზონის დაწყების შემდეგ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, ჯუდ ბელინგემი, რეალის გარემოს მოერგო ისე, როგორც ეს კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ არავის გაუკეთებია. ინგლისელმა ბევრ გოლთან ერთად, არაერთი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა - მათ შორის დუბლი ელ კლასიკოში და ასევე დუბლი ჟირონას წინააღმდეგ, რასაც ტიტულისთვის ბრძოლაში გადამწყვეტიც ეწოდა.

ბელინგემის ფორმის გათვალისწინებით, ევროპის ჩემპიონატის მოგებაში იქნება დარწმუნებული ინგლისის ეროვნული ნაკრებიც. ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი, მაგრამ ამ მომენტისთვის ჯუდი მთავარი ფავორიტია."
- ვკითხულობთ ვებსაიტზე.

ჯილდოს 20 ფავორიტი Goal.com-ის ვერსიით:

ჯუდ ბელინგემი
კილიან მბაპე
ერლინგ ჰოლანდი
ფილ ფოდენი
როდრი
ჰარი კეინი
მოჰამედ სალაჰი
ვინისიუს ჟუნიორი
ლაუტარო მარტინესი
ბუკაიო საკა
ვირჯილ ვან დაიკი
ანტუან გრიზმანი
ხულიან ალვარესი
ბერნარდუ სილვა
დეკლან რაისი
როდრიგო
კრიშტიანუ რონალდუ
კევინ დე ბრუინე
ფლორიან ვირცი
ლეო მესი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი