ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ მილანს პორტუგალიელი ვინგერის, ჟოაუ ფელიშის არ ეიმედება და სეზონის ბოლოს ჩელსიში დააბრუნებს.
ფელიში მილანში მიმდინარე სეზონის დასაწყისში გადავიდა და მას შემდეგ იტალიის ჩემპიონატში 7 შეხვედრა გამართა, თუმცა გოლი არ გაუტანია.
ჟოაუ უკვე 25 წლის არის და ისეთი კლუბი ჯერ კიდევ არ მოუნახავს, სადაც თავის დამკვიდრებას შეძლებდა.
მადრიდის ატლეტიკოს შემდეგ ფელიში ჩელსის საკუთრება გახდა, სადაც პორტუგალიელმა ფეხი ვერ მოიკიდა და კარი საიჯარო ხელშეკრულებებს გაუხსნა, თუმცა მისთვის წარმატებას მომტანი არც ბარსელონა და არც მილანი არ აღმოჩნდა.