ლონდონის ჩელსის დამრიგებელმა, ენცო მარესკამ პორტუგალიელი ფორვარდის, ჟოაუ ფელიშის შესახებ დადებითი კომენტარი გააკეთა.
მისი მუშაობა ძალიან მომწონს, ჟოაუ ფანტასტიკურად ირჯება და სურვილი მაქვს, რომ ის კოულ პალმერთან ერთად მალე სასტარტო შემადგენლობაში დავაყენო.
- თქვა მარესკამ ფელიშზე.
25 წლის ჟოაუ ფელიში ამ სეზონში განსაკუთრებით კარგია ევროტურნირზე. კონფერენს ლიგაზე მან ჩელსისთან ერთად სულ 3-ჯერ ითამაშა და უკვე 4 გოლი აქვს გატანილი.