დღეს, ჩვენი დროით 20:30-ზე პრემიერ ლიგის ტურის ცენტრალური მატჩი ოლდ ტრაფორდზე მანჩესტერ იუნაიტედსა და ლონდონის ჩელსის შორის გაიმართება.
მატჩამდე ჩანიშნულ პრესკონფერენციაზე ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა, ენცო მარესკამ ენცო ფერნანდესის უთამაშებლობაზე კომენტარი გააკეთა.
ფეხბურთელები რობოტები არ არიან. ენცო ახლა არ თამაშობს, თუნდაც ვიცოდეთ, რომ მის სანაცვლოდ კლუბმა დიდი თანხა გადაიხადა.
ის კარგად ირჯება და დროთა განმავლობაში შანსებსაც მიიღებს. ენცოს უთამაშებლობის მთავარი მიზეზი კაისედოსა და ლავიას უკეთესი ფიზიკური მზადყოფნაა.
- თქვა მარესკამ არგენტინელ ნახევარმცველზე.
ენცო ფერნანდესმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ჩელსის მაისურით 8 შეხვედრა გამართა, თუმცა 90 წუთს არგენტინელი ძალიან იშვიათად თამაშობს.