დღეს, ჩვენი დროით 00:00 საათზე პარი სენ-ჟერმენი ლივერპულს ენფილდზე შეხვდება და 1/8-ფინალში საერთო ანგარიშის სათავისოდ დატრიალებას ეცდება.
მატჩამდე მედიასთან კომენტარი ლივერპულის ნიდერლანდელმა კაპიტანმა, ვირჯილ ვან დაიკმა გააკეთა.
საფრანგეთში შესანიშნავი ატმოსფერო იყო, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით თუ რა შეუძლია ჩვენს ენფილდს. სტუმრად მოგების შემდეგ ვთქვი, რომ საქმის ნახევარი შესრულებულია, დღევანდელ თამაშს კი მოუთმენლად ველი.
ლივერპული დიდი ევროპული მატჩებისთვის არსებობს. ახლა იდეალური მენტალობა, საკუთარი ძალების რწმენა და თავდაჯერებულობა გვჭირდება.
- ამბობს ვან დაიკი.