ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენმა ორმატჩიან დუელში ლივერპული დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გავიდა.
ლივერპულთან მატჩის დაწყების წინ, მედიის ყურადღება პსჟ-ს პრეზიდენტის საქციელმა მიიპყრო.
საქმე იმაშია, რომ მატჩის წინა დღეს ნასერ ალ-ხელაიფიმ ენფილდზე ჰილსბოროს ტრაგედიის მსხვერპლებს პატივი მიაგო.
ცნობისთვის, პსჟ 1/4 ფინალში ასტონ ვილასა და ბრიუგეს წყვილში გამარჯვებულს დაელოდება.