"თამაშამდე მხოლოდ ერთი ამბიცია გვაქვს" - რა თქვა მატჩამდე ლუის ენრიკემ » სპორტის ხაზი

"თამაშამდე მხოლოდ ერთი ამბიცია გვაქვს" - რა თქვა მატჩამდე ლუის ენრიკემ

"თამაშამდე მხოლოდ ერთი ამბიცია გვაქვს" - რა თქვა მატჩამდე ლუის ენრიკემ
11-03-2025, 18:55
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, ჩვენი დროით 00:00 საათზე პარი სენ-ჟერმენი ლივერპულს ენფილდზე შეხვდება და 1/8-ფინალში საერთო ანგარიშის სათავისოდ დატრიალებას ეცდება.

აი, რა თქვა ლუის ენრიკემ მატჩამდე მედიასთან:

პირველი მატჩი გავაანალიზეთ და ისევე ვემზადებით, როგორც ყველა შეხვედრისთვის. ხვალ სხვადასხვა სტილის მქონე ევროპის ორ საუკეთესო გუნდს ვიხილავთ. პირველი თამაში წავაგეთ, მაგრამ მხოლოდ ერთი ამბიცია გვაქვს – გამოვიდეთ მოედანზე და გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მეტოქე დავამარცხოთ.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს ყველა მოთამაშეს იგივე სურს. „ენფილდი“ ლეგენდარული სტადიონია და მთელი გუნდი მოტივირებულია. გვინდა, ვაჩვენოთ, რომ დიდი მატჩის მაღალ დონეზე ჩატარება შეგვიძლია, ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია. მაგრამ ასეთ ვითარებაში ძალზე მნიშვნელოვანი ემოციების კონტროლია.

ჩვენი მიზანი ნათელია: ვეცადოთ, ვიყოთ უკეთესები, ვიდრე მეტოქე. გასვლითი შეხვედრები ყოველთვის უფრო რთულია, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ კარგად ვითამაშებთ. ჩვენ ასევე ვიცით, რისი გაუმჯობესება გვჭირდება. გვსურს მეტოქეზე მეტად ბურთის ფლობა.

მე ყოველთვის ოპტიმისტურად ვაფასებ „პარი სენ-ჟერმენის“ შესაძლებლობებს. ერთად უნდა შევუტიოთ, თავიც ერთად დავიცვათ.

- თქვა ენრიკემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი