სუპერ ტრანსფერი ჩაიშალა - პსჟ-ს ახალი სამიზნის პოვნა მოუწევს » სპორტის ხაზი

სუპერ ტრანსფერი ჩაიშალა - პსჟ-ს ახალი სამიზნის პოვნა მოუწევს

სუპერ ტრანსფერი ჩაიშალა - პსჟ-ს ახალი სამიზნის პოვნა მოუწევს
8-03-2025, 12:37
Aa Aa
გაზიარება:

როგორც უკვე მოგახსენეთ, პსჟ ზაფხულისთვის ნახევარდაცვის გაძლიერებას იოზუა კიმიხის ტრანსფერით აპირებდა და თითქოს მოლაპარაკებებიც დასასრულისკენ მიდიოდა.

თუმცა, ბაიერნთან დაახლოებული ჟურნალისტის ფლორიან პლეტენბერგის მტკიცებით, გერმანელმა სამშობლოში დაბრუნება და რეკორდმაისტერთან კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა.

როგორც იწერება, კიმიხი ბაიერნთან ახალ, 4-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და ხელშეკრულების გაუმჯობესებულ ვერისასაც მიიღებს.

ცნობისთვის, კიმიხმა მიმდინარე სეზონში ბაიერნის მაისურით ჩატარებულ 34 მატჩში თავი 1 გოლითა და 11 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი