მიუნხენის ბაიერნის გერმანელმა ნახევარმცველმა, იოზუა კიმიხმა მედიასთან საუბრისას ახალ თანაგუნდელზე, კიმ მინ ჯეზე მცირე კომენტარი გააკეთა.
"ის ძალიან მხიარული ბიჭია - გასახდელში საკმაოდ მშვიდია, მაგრამ მასთან საუბრისას ხშირად გაიცინებთ. რაც შეეხება მოედანზე, იქ კიმი სხვანაირი ხდება. ბრძანებებს გვაძლევს, გვიყვირის, რაც თამაშში ძალიან გვეხმარება", - განაცხადა კიმიხმა.
შეგახსენებთ, რომ კიმი ამ ზაფხულს გერმანულ გრანდს ნაპოლიდან შეუერთდა, რომლის ღირსებას ხვიჩა კვარაცხელია იცავს.