ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი პსჟ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის გაძლიერებას გეგმავს და ნახევარდაცვაში სუპერტრანსფერის განხორციელებასაც აპირებს.
ინფორმაციას ამის თაობაზე გერმანული და ფრანგული გამოცემები წერენ.
როგორც ირკვევა, ლუის ენრიკე მიუნხენის ბაიერნის შუახაზელის, იოზუა კიმიხის დამატებას გეგმავს, რომელსაც ბაიერნთან კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება და ჯერჯერობით რეკორდმაისტერთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას ვერ აღწევს.
ცნობისთვის, 30 წლის კიმიხმა მიმდინარე სეზონში ბაიერნის მაისურით ჩატარებულ 36 მატჩში თავი 1 გოლითა და 10 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.