იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ზამბო ანგისა ნაპოლის ხელფასის გაზრდას სთხოვს, რაც აურელიო დე ლაურენტისისთვის ახალი თავსატკივარია.
აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელი კლუბში თავს კარგად გრძნობს, თუმცა ხელფასის ზრდასთან დაკავშირებით კლუბისთვის უკვე ნათქვამი აქვს, რაზეც მუშაობა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.
იმ შემთხვევაში თუ კამერუნელი ფეხბურთელი დამაკმაყოფილებელ პასუხს არ მიიღებს, მაშინ ზამბო გუნდს შეიცვლის და ნაპოლის დაემშვიდობება.
ზამბო ანგისა ნაპოლიში უკვე წლებია თამაშობს. მან კლუბის მაისური პირველად 2021 წელს მოირგო.