ნაპოლის მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე იტალიურ მედიაზე ნაწყენია - 55 წლის სპეციალისტის თქმით, მისი ნათქვამი ხვიჩა კვარაცხელიაზე ჟურნალისტებმა არასწორად გაიგეს.
"იტალიურად ხომ ვლაპარაკობ? მაგრამ მაინც ისე ჩანს, თითქოს ჩემი ბოლო პრესკონფერენციაზე ნათქვამი სწორად ვერ გაიგეთ. ინგლისში რომ ვყოფილიყავი, დავაბრალებდი რომ სწორად ვერ თარგმნეს, მაგრამ იტალიურად გესაუბრებით.
გამოცემების სათაურები როცა ვნახე თუ როგორ გავრცელდა ჩემი ნათქვამი, ძალიან არ მომეწონა. კვარაცხელიამ იმედი კლუბს ან მე კი არ გამიცრუა, ნათქვამ "იმედგაცრუებაში" ჩემი პირადი იმედგაცრუება ვიგულისხმე, რომ ვერ მოვახერხე ფეხბურთელი დარჩენაზე დამეყოლიებინა", - განაცხადა კონტემ.
შეგახსენებთ, ქართველი შემტევის ტრანსფერი პსჟ სერიოზულადაა დაინტერესებული და ახალგაზრდა მოთამაშეს 4-5-ჯერ მეტ ხელფას სთავაზობს, ვიდრე ნაპოლიში აქვს.