ზამბო ანგისა ნეაპოლში რჩება - სპალეტის გუნდმა კამერუნელთან კონტრაქტი გაახანგრძლივა » სპორტის ხაზი

ზამბო ანგისა ნეაპოლში რჩება - სპალეტის გუნდმა კამერუნელთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ზამბო ანგისა ნეაპოლში რჩება - სპალეტის გუნდმა კამერუნელთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
11-11-2022, 15:51
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლიმ ზამბო ანგისას კონტრაქტი გაუხანგრძლივა - ამის შესახებ ინფორმაციას, კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.

როგორც გაირკვა, 26 წლის კამერუნელმა მოთამაშემ ახალი კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე გააფორმა და მხარეებს კონტრაქტის 2 წლით ავტომატურად განახლების ვარიანტიც ექნებათ.

შეგახსენებთ, იტალიურმა გუნდმა ზამბო ანგისა 2021 წელს, ფულემიდან იჯარის წესით დაიმატა და მას შემდეგ, ნელ-ნელა გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა.

კამერუნელი შუახაზელის ანგარიშზე, მიმდინარე სეზონში 17 ჩატარებულ შეხვედრაში, 3 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი