ბაიერ ლევერკუზენის გერმანელი ცენტრალური მცველი, ჯონათან ტა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ გაავრცელა. მისი და სხვა წყაროების თქმით, ტას წაყვანას ბაიერნი და ბარსელონა შეეცდება.
ტა ლევერკუზენის ბაიერში 10 წლის წინ, 2015 წელს 7.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ ჰამბურგიდან გადავიდა, მას შემდეგ კი ბუნდესლიგაში მან 281 მატჩი ჩაატარა.