რომანო ადასტურებს - მიუნხენის ბაიერნი ჯონათან ტას დამატებას შეეცდება » სპორტის ხაზი

რომანო ადასტურებს - მიუნხენის ბაიერნი ჯონათან ტას დამატებას შეეცდება

რომანო ადასტურებს - მიუნხენის ბაიერნი ჯონათან ტას დამატებას შეეცდება
16-06-2024, 12:25
Aa Aa
გაზიარება:

ფაბრიციო რომანომ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, საიდანაც ვიგებთ, რომ მიუნხენის ბაიერნი ბაიერ ლევერკუზენის გერმანელი მცველის, ჯონათან ტას დამატებას შეეცდება.

როგორც ჟურნალისტი წერს, ლევერკუზენის სატრანსფერო მოთხოვნასა და ბაიერნის წინადადებას შორის შეუთავსებლობა არსებობს, თუმცა, მიუხედავად ამისა, მოლაპარაკება მაინც აქტიურად მიმდინარეობს.

აღნიშნული ტრანსფერის მთავარი მამოტივირებელი წყარო თავად ფეხბურთელის სურვილია, რომელსაც ბაიერნში გადაბარგება სურს. სხვათა შორის, ტას ტრანსფერით პრემიერ ლიგის კლუბებიც ინტერესდებიან, თუმცა ჯონათანს მხოლოდ ბაიერნი სურს.

შეგახსენებთ, რომ ჯონათან ტა გერმანიის ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული და მან პირველი შეხვედრა შოტლანდიასთან უკვე გამართა კიდეც, სადაც შეფასების დონეზე 6.9 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი