როგორც უკვე მოგახსენეთ, მიუნხენის ბაიერნი ვალენსიას ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერით დაინტერესდა - ინფორმაცია ამის თაობაზე პირველმა ფაბრიციო რომანომ გაავრცელა.
გერმანული გამოცემების მტკიცებით, რეკორდმაისტერის სკაუტებმა ქართველი მეკარე რამდენჯერე შეამოწმეს, სანამ უშუალოდ მის დამატებას გადაწყვეტდნენ.
ცოტა ხნის წინ კონტაქი გიორგის აგენტებსა და ბაიერნის ტექნიკურ დირექტორს, მარკო ნეპეს შორის შედგა - სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია და უახლოეს დღეებში უფრო მეტი გვეცოდინება.