მადრიდის რეალის პირველმა ნომერმა, ტიბო კურტუამ დაადასტურა, რომ ბელგიის ეროვნულ ნაკრებში ბრუნდება.
როგორც იცით, კურტუას იქამდე არ სურდა ეროვნულ გუნდში თამაში, სანამ მას დომენიკო ტედესკო წვრთნიდა, ახლა კი ის გათავისუფლებულია და კურტუაც უკან ბრუნდება.
დომენიკო ტედესკო ბელგიამ დაფიქსირებული ცუდი შედეგების გამო გაუშვა, მისი ადგილი კი რუდი გარსიამ დაიკავა, რომელთანაც კურტუას თანამშრომლობის პრობლემა არ აქვს.