როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დომენიკო ტედესკო ოფიციალურად დაითხოვეს.
ახლა ამავე ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იტყობინება, რომ ტედესკოს საქმიანობას რუდი გარსია განაახლებს.
რუდი გარსია ქართველმა გულშემატკივარმა კარგად იცის, რადგან ის ცოტა ხნით ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლისაც წვრთნიდა, ისე კი სხვა დროს გარსიას რომაში, მარსელში, ლილში და სხვა კლუბებში უმუშავია.