ჟურნალისტი საშა ტავოლიერი წერს, რომ ბელგიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, დომენიკო ტედესკო გადაყენებას უახლოვდება.
იმის გამო, რომ ტედესკოს ბელგიის ნაკრებთან ერთად ძალიან ცუდი შედეგები აქვს, საბჭომ გადაწყვიტა, რომ მისი დარჩენა/გაშვების საკითხი განიხილოს.
გარდა იმისა, რომ ტედესკოს შედეგები არ უვარგა, მას კონფლიქტი აქვს ტიბო კურტუასთან, რომელიც იქამდე არ დაბრუნდება ეროვნულ გუნდში, სადამ ტედესკოს არ გაუშვებენ.
ამდენად, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ბელგიის ეროვნულ ნაკრებს მალე ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება.