მადრიდის "რეალის" მეკარემ, ტიბო კურტუამ გაამხილა როგორც თავისი, ისე თანაგუნდელების რეაქცია მას შემდეგ, რაც მათ გაიგეს, რომ წლის საუკეთესო კლუბი "მანჩესტერ სიტი" გახდა:
"ჩვენი რეაქცია? - როდესაც გამარჯვებულის ვინაობა გავიგეთ, ჩვენ ერთმანეთს გავხედეთ და სიცილი დავიწყეთ", - თქვა ტიბო კურტუამ. აღსანიშნავია, რომ "ჩემპიონთა ლიგის" ნახევარფინალში მადრიდულმა გრანდმა სწორედ გვარდიოლას გუნდი დაამარცხა და სწორედ ეს იყო მიზეზი, თუ საიდან მომდინარეობდა "რეალის" ფეხბურთელების მსგავსი რეაქცია.
შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ სიტის" აღებულ ჯილდოს იკერ კასილასმა ტვიტერის საშუალებით სახუმარო პრიზი უწოდა, ხოლო ტონი კროოსმა მადრიდის "რეალს" ირონიულად მიმართა: "მესამე ადგილი, ბედნიერები ხართ?"..